ჩვენს შესახებ

about_shipping_image

თეზი გთავაზობთ

მომსახურების მაღალ ხარისხს.

პერსონალურ/ინდივიდუალურ მიდგომას.

საქმის გამჭვირვალობას.

ოპერატიულ მუშაობას.

მოქნილ ფინანსულ პოლიტიკას.

მომსახურეობის დაბალ ტარიფს.

მაქსიმალურად უსაფრთხო ტექნიკით მომსახურებას.

კომპანიის შესახებ

როგორც ცნობილია, სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ცვლის პროცესი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანების ცხოვრებაში. ამ პროცესზე დამოკიდებულია როგორც ცალკეული სუბიექტების, ასევე ქვეყნის კეთილდეღეობა და მისი რეპუტაცია საერთაშორისო არენაზე (სივრცეში). ვინაიდან ყველა განვითარებული ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად ეფუძნება საექსპორტო პროდუქციის წარმოებას, ეჭვგარეშეა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებაში დიდ როლს თამაშობს იმპორტ-ექსპორტთან დაკავშირებული ოპერაციების - მათ შორის გადაზიდვების კარგი ორგანიზება. სწორედ გადაზიდვების მომსახურეობის სფერო წარმოადგენს შ.პ.ს „თეზის“ ძირითად საქმიანობას წლების განმავლობაში.

კომპანია „თეზი“ 2004 წელს ჩამოყალიბდა, მისი გუნდი შედგება პროფესიონალი კადრებისაგან, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება დააგროვეს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობისას როგორიცაა : BP , SPIE CAPAC PETROFAC და სხვა.

დინამიურად განვითარებული კომპანია „თეზი“ ახორციელებს ნებისმიერი გაბარიტის, წონის, ასევე არაგაბარიტული და სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირებას, როგორც საავტომობილო, ასევე სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით. მუდმივი ურთიერთობები კლიენტებთან, ომლებიც მოღვაწეობენ ბიზნესის სხვადასხვა სფეროებში, საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ და მოვახდინოთ სამუშაო გამოცდილების აკუმულირება, რის საფუძველზეც ჩვენს კლიენტებს ვთავაზობთ ახალ გადაწყვეტილებებს გადაზიდვების მომსახურების სფეროში.

ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

კომპანია თეზი იღებს ვალდებულებას, რათა მივაღწიოთ ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის აღსრულებას კომპანიაში. მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საქმიანობის იქნება მუდმივად გავაუმჯობესოთ პროცესები და ვუზრუნველოყოთ,რომ ჯანმრთელობის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის მაღალი დონე დავნერგოთ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ყველა იმ წევრი კომპანიის პასუხილმგებლობა რომელიც ასახავს ჯანმრთელობის სერთიფიკატის ვალდებულებას, რაც ძირითად და განუყოფელ ელემენტს წარმოადგენს ჩვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ. კომპანიის მენეჯმენტის გუნდის ვალდებულება:

  • კომპანია მზად არის ნულოვანი უბედური შემთხვევის და ნულოვანი ინციდენტების რეალობის უზრუნველყოფისთვის.
  • კომპანია მუდმივად უნდა განვიხილავდეს შიდა გაუმჯობესების საკითხებს.
  • კომპანიამ მუდმივად უნდა გააუმჯობესოს H&S შესრულება.
  • კომპანიას აქვს იგივე ვალდებულებების მოლოდინი ყველა იმ კომპანიისგან რომელთანაც აფორმებს ხელშეკრულებას.

საერთაშორისო გამოცდილება

სატრანსპორტო კომპანია TEZI აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება, რადგან კომპანიის მუშაობაა სატრანსპორტო სფეროშi გახდეს უფრო ეფექტური და მასშტაბური.საყურადღებოა, ჩვენი ჯგუფის ჩართულობა საერთაშორისო ასპარეზზე , რომელიც გამოიხატება მათი მიწვევით სხვადასხვა კონფერენციებზე ეს საშუალებას გვაძლევს შევიძინოთ ახალი პარტნიორები, დავამყაროთ მათთან ახალი საქმიანი ურთიერთობები , და ერთობლივად მომხმარებელს შევუქმნათ პროფესიონალური სამუშაო გარემო.

კომპანიის მიზანი


ჩვენი კომპანია მიზნად ისახავს კლიენტებს შევუქმნათ და შევთავაზოთ მომსახურების ოპტიმალური პორტფოლიო, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცულობას, უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და კლიენტის მინიმალურ ფინანსურ დანახარჯს.

ჩვენი კომპანიის ქმედებები ორიენტირებულია შემდეგი მიზნების მიღწევაზე:

კლიენტებთან ურთიერთობის პროცესში - შესაბამისობა მაღალ მოთხოვნებთან და უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფა;
პარტნიორებთან ურთიერთობისას - სატრანსპორტო საშუელებების უწყვეტი და ოპტიმალური მუშაობის უზრუნველყოფა; ტექნიკური მხარდაჭერა;
თანამშრომლებისთვის - სასიამოვნო სამუშაო გარემოს შექმნა ; პროფესიული და პიროვნული ზრდის უზრუნველყოფა ; თვითრეალიზაციის საშუალება;
გარემოს მიმართ - შეძლებისდაგვარად თანამედროვე, ეკოლოგიურიად სუფთა და უსაფრთხო ტექნიკის გამოყენებით, ოპტიმალური მარშტუტების და სატრანსპორტო საშუალებების შერჩევით გარემოს დავცასა და შენარჩუნებაზე ზრუნვა;

ჩვენი ისტორია


2004 - დაარსდა

კომპანია თეზი დაარსდა 2004 წელს. კომპანია თავიდანვე იწყებს თანამშრომლობას ისეთ საერთაშორისო დონის კომპანიებთან ,როგორიცაა : BP,SPIE CAPAC PETROFAC და ა.შ.

2007 - საპროექტო ტვირთები

შპს „თეზიმ“,როგორც კონტრაქტორ კომპანიებთან ასევე, 2007 წლიდან აქტიურად დაიწყო მუშაობა საპროექტო ტვირთებზე.

2013 - საკონტეინერო ტვირთები

საკონტეინერო ტვირთებზე მუშაობა 2013 წლიდან კომპანიამ აქტიურად დაიწყო.