სერვისები

services_dangerous

არაგაბარიტული და სახიფათო ტვირთის გადაზიდვა

services_icon

საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, ტვირთი რომლის პარამეტრები გარკვეულ ზომებს აჭარბებს ითვლება არაგაბარიტულ ტვირთად. ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა განსაზღვრავს სახიფათო ტვირთის 9 კლასს და რამოდენიმე ქვეკლასს. ზემოაღნიშნული ტვირთის ტრანსპორტირებას ესაჭიროება შესაბამისი პროცედურების და მაკონტროლებელი ორგანოების მიერ დადგენილი წესების დაცვა.

services_icon

შ.პ.ს „თეზი“-ს პროფესიონალი ლოგისტიკის და უსაფრთხოების მენეჯერთა ჯგუფი, რომელთაც გავლილი აქვთ შესაბამისი ტრენინგები, დაგეხმარებათ არაგაბარიტული და სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ნებისმიერი მიმართულებით, როგორც საავტომობილო ასევე სხვა სატრანსპორტო საშუალებებით.

აღნიშნული მომსახურეობის პაკეტი მოიცავს:

  • გადაზიდვისთვისთვის აუცილებელი სატრანსპორტო სპეცტექნიკის შერჩევას და დროულად მიწოდებას;
  • შესაბამისი მარშრუტის შემუშავებას;
  • სპეციალური ნებართვებისა და სხვა სახის დოკუმენტაციის მომზადებას;
  • უსაფრთხოების მენეჯერის მხრიდან - აღნიშნული ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის კონტროლს;
  • სეგრეგაციის და დასაწყობების პირობების კონტროლს;
  • აუცილებლობის შემთხვევაში დაცვა-გაცილების ორგანიზებას.
services_dangerous_thumb