032 2 22 63 00
info@tezitrans.com
კომპანია „თეზი“ ახორციელებს სარკინიგზო გადაზიდვებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენი კომპანიის დახმარებით შესაძლებელია სავაგონო, საკონტეინერო, არაგაბარიტული, სახიფათო და მალფუჭებადი ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვის დაგეგმვა და ორგანიზება ყველა იმ მიმართულებით, სადაც სარკინიგზო ქსელი ფუნქციონირებადია.გარდა აღნიშნულისა, ასევე შესაძლებელია ავტომობილების, სპეცტექნიკის, საკვები პროდუქტების, ცხოველების და სხვა სახის გადაზიდვების უზრუნველყოფა.
სარკინიგზო გადაზიდვები განეკუთვნება სანდო, შედარებით იაფფასიანი და საკმაოდ სწრაფი გადაზიდვების საშულებას. კომპანია „თეზის“ სატრანსპორტო ლოჯისტიკის მენეჯერები ამუშავებემ სარკინიგზო გადაზიდვების ოპტიმალურ მარშრუტებს, ანალიზს უკეთებენ სხვადასხვა მიმართულების და მარშრუტების გადაზიდვების ეფექტურობას . კომპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, შეიმუშაოს ისეთი გადაზიდვის მარშრუტი, რომელიც დააკმაყოფილებს კლიენტის ყველა მოთხოვნას, იქნება მინიმალური ფინანსური და დროის დანახარჯის მომტანი.
სარკინიგზო გადაზიდვის სფეროში თეზი გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს:
· სარკინიგზო ტარიფების გამოანგარიშება.
· ნახაზების და გაანგარიშებათა შედგენა, CAD საშუალებები, 2D/3D სიმულაციები და ა.შ.
· სარკინიგზო დეპარტამენტებთან ერთად ნახაზების პროექტირება და დამტკიცება არასტანდარტული და მძიმე აწევის ტვირთებისთვის ყველა სატრანზიტო ქვეყნების გათვალისწინებით.
· სარკინიგზო ზედდებულის გაცემა.
· დსთ-ს ქვეყნების სარკინიგზო ზოლზე სარკინიგზო გადაზიდვები ნებისმიერ სადგურამდე ყველა სახის მრავალმიზნობრივი კონტეინერების მეშვეობით.
· ნებისმიერი სახის შეკითხვების/შეფუთვათა სიების შედგენა და ყველაზე ოპტიმალური ჩატვირთვის გეგმების ფინალიზაცია.
· ტვირთის ჩატვირთვის ნახაზების პროექტირება, შეჯერება და დამტკიცება.
· ტვირთის დამაგრება და სხვადასხვა ხარისხის სირთულის ტვირთის უზრუნველყოფა და უსაფრთხოება (გაბარიტული/არასტანდარტული გაბარიტების/მძიმე შესაბამისი კონკრეტული ტვირთისათვის განკუთვნილ სარკინიგზო ტრანსპორტზე, მცველების ჩათვლით, რომლებიც აღკვეთენ ტვირთვის ქურდობას მისი მიწოდების მანძილზე.
· განბაჟების პროცედურები.
· ტვირთთან მოპყრობა (ჩატვირთვა–გადმოტვირთვის სამუშაოები) (კონტეინერის გახსნა, გადმოცლა, დამაგრება და უსაფრთხოება).