We will ensure safety and security of your goods
blog-detail

არაგაბარიტული ტვირთები და საპორტო მომსახურება


თუ თქვენ ეძებთ კომპანიას, რომელიც სატვირთო სერვის მომსახურებას აწარმოებს ფოთის პორტში, სატრანსპორტო კომპანია “თეზი“ სწორედაც რომ ზუსტი არჩევანია. არა მხოლოდ ჩვენი გამოცდილების გამო, არამედ, იმ მიზეზითაც, რომ ჩვენ შემოგთავაზებთ მომსახურების სრულ სპექტრს, რომელიც მისაღები და დამაკმაყოფილებელი იქნება ნებისმიერი პირისათვის, ვინც დაინტერესებულია საქართველოს გავლით საზღვაო, სახმელეთო და სარკინიგზო ტრანზიტის, შემოტანისა (იმპორტის) და გატანის (ექსპორტის) საკითხებით.

საპორტო სერვისების საბოლოო ჩამონათვალი:

1.სააგენტო მომსახურების სრული სპექტრი.
2.ტვირთის პარამეტრების იდენტიფიცირება, ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაო მეთოდების შერჩევა.
3.განთავსებისა და დამაგრება/მიმაგრების სქემების მომზადება სტანდარტული, არასტანდარტული და გადაჭარბებული წონის ტვირთებისთვის სატრანსპორტო საშუალებებზე.
4.ტვირთის დათვალიერებისა და ექსპერტიზის აქტი.